დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

07 იანვარი 2023, 12:14 742 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 40 სმ-ს აჭარბებს. დაბაში 15 სმი-ია. დიდთოვლიანობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით,რიყეთის თემში 800-მდე აბონენტს დენი არ აქვს, თუმცა ბრიგადები მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება გზებს ცენტრალური მაგისტრალი დილიდან იწმინდება, სადაც გადაადგილება შეფერხებული არ არის. შიდა საუბნო გზებზე დაბალი  გამავლობის ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება, ორხიდიანი ტექნიკისთვის კი მოძრაობა დასაშვებია.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით ტექნიკა აქტიურად ახორციელებს შიდა სასოფლო გზების  თოვლის საფარისგან გაწმენდას.

რაც შეეხება  შუახევსა და ქედას თოვლის საფარი აქ შედარებით დაბალია შესაბამისად შეფერხებები გადაადგილებისა და ენერგომომარაგების მხრივ  არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში