სურვილის მიუხედავად, სააკაშვილი 9 იანვრის პროცესზე ვერც ფიზიკურად დასწრებას და ვერც დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს - თქვა ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა.
შალვა ხაჭაპურიძე დღეს ვივამედში იმყოფებოდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის. იგი სასამართლო სხდომების ყოველდღიურად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.