სომხური სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს

06 იანვარი 2023, 14:52 723 ნახვა

6 იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლიღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურღია ბათუმის სომხურ ეკლესიაში აჭარის სომეხთა სულიერმა ლიდერმა მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს მიმართა და წმინდა დღესასწაული მიულოცა. მრევლმა დღეს  ტრადიციულად ნათლი მამა აირჩია.

ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ყოველწლიურად ირჩევენ ნათლიმამას, რომელიც შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს  სადღესასწაულო თუ საქველმოქმედო ღონისძიებებს.

სომხური დიასპორა აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. რეგიონში სულ 11 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი