ახლა გიამბობთ დურგალზე, რომელმაც საწარმოსთვის გრანტი ორჯერ მოიპოვა. წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტი მალხაზ ხოზრევანიძე პროფესიით მასწავლებელია. დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისი მეორე საქმე, ხის ავეჯის დამზადებაც შეასწავლა. მხატვრული გემოვნებითა და ფართო ხედვით გამორჩეულმა ოსტატმა საქმიანობის დახვეწასთან ერთად უსაფრთხოების ნორმების ტრენინგებიც გაიარა. რეპორტაჟში გვიყვება თუ როგორ ეხმარება საქმიანობაში მათემატიკოსობა და რამდენად საჭიროა ხელშემწყობი პროგრამები, სოციალური პრობლემების მქონე სოფლების გასაძლიერებლად.