დაესწრება თუ არა 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს მიხელ სააკაშვილი? კითხვაზე პასუხი ისევ ღიაა. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება საკუთარ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც ქართველი ექიმები დაიკითხებიან.
გაუშვებს თუ არა სამკურნალოდ სააკაშვილს საზღვარგარეთ ეს სწორედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.