უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სამუშაო სივრცეში სავალდებულო გახდა

05 იანვარი 2023, 11:52 663 ნახვა

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდა. ახალი რეგლამენტის თანახმად, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნები.

ასევე სამუშაო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით. 

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში