რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე მისი წინამორბედის ყოფილი პაპის ბენედიქტე მე-16-ის დაკრძალვის მესა აღავლინა. წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ დაკრძალვის ცერემონიაზე 60 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან.
მესას იტალიიდან და ბენედიქტეს მშობლიური გერმანიიდან ოფიციალური დელეგაციები, ბელგიის მეფე და დედოფალი, ესპანეთის დედოფალი და კიდევ 13 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ესწრებიან.
ქვეყნების დიდ ნაწილს პაპის დაკრძალვაზე ვატიკანში მათი ელჩები წარმოადგენენ.