აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ვერ შეძლო

04 იანვარი 2023, 10:39 558 ნახვა

ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია.  რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკარატკიმ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. 

მაკარტიმ კენჭისყრაში მხოლოდ 203 ხმის მოპოვება შეძლო, არჩევისთვის კი მას, სულ მცირე, 218 ხმა სჭირდებოდა. 212 ხმა მიიღო დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰაკიმ ჯეფრისმა.

„დემოკრატებს“ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა არ აქვთ, ამიტომ მათი კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობა სიმბოლური იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი