პეკინის ცხელების კლინიკები სავსეა კოვიდპაციენტებით, მორგები კი გარდაცვლილების ცხედრებით. ჩინეთის ხელისუფლებას თავდაპირველ ნულოვან კოვიდ პოლიტიკაზე უარის თქმის შემდეგ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალ აფეთქებასთან უწევს ბრძოლა. ოფიციალური მონაცემებით, სამშაბათს კოვიდ-19-მა ქვეყანაში 5 ადამიანი იმსხვერპლა.
დაღუპულთა რიცხვი 5 ათას 258-მდე გაიზარდა, რაც ძალიან დაბალია საერთაშორისო სტანდარტებით. ამიტომაც ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩინეთში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების ბრიტანული კომპანია „ეირფინიტი“ ვარაუდობს, რომ ჩინეთში ყოველდღიურად კოვიდით დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იღუპება.
ცხელების კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების უწყვეტი ნაკადია. სარიტუალო სახლები ადასტურებენ, რომ გაიზარდა მოთხოვნა მათ მომსახურებაზე, საავადმყოფოები სავსეა პაციენტებით და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ჩინეთში კოვიდ-19 მინიმუმ ერთ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.