კალიფორნიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

03 იანვარი 2023, 14:01 807 ნახვა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერი ქარმა და კოკისპირულმა  წვიმამ საკრამენტოს  ახალი წლის ღამეს სერიოზული ზიანი მიაყენა. სინოპტიკოსები სტიქიის რაიონში ძლიერ ქარიშხალს ხვალისთვისაც პროგნოზირებენ.

ადგილობრივების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში  ძლიერი ქარიშხლის შედეგად წაქცეული უზარმაზარი ხეები ჩანს, რომლებითაც ჩახერგილია გზები, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. გადაუღებელი წვიმებისა და ძლიერი ქარის გამო შეფერხებულია ენერგომომარაგება. 

ამინდის ეროვნული სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს, ადგილობრივი ხელისუფლება კი  მოუწოდებს მოემზადონ  ელექტროენერგიის რამდენიმედღიანი გათიშვისა და გზების ჩაკეტისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი