3 თებერვალს ევროკავშირი-უკრაინის სამიტს კიევი უმასპინძლებს. ამის შესახებ ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი.