ხორვატიაში ევრო ოფიციალური ვალუტა გახდა

02 იანვარი 2023, 11:16 751 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრების კაფეში მირთმეული ყავის საფასური ევროში გადაიხადეს. ასე დაიწყო ხორვატიაში ევროს, როგორც ოფიციალური ვალუტის მიმოქცევაში გამოყენება.  

ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს შევიდა. იგი გახდა 27-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა შენგენის ზონას და მე-20, რომელმაც მიმოქცევაში მიიღო ევრო როგორც ოფიციალური ვალუტა.

ზაგრების მკვიდრებმა აღნიშნეს, რომ ევროზე გადასვლამ შესაძლოა ცხოვრება გააადვილოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი