სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვეტერანები დააჯილდოვეს. 7 ვეტერანს ნარდში, შაშსა და ჭადრაკში წარმატებული ასპარეზობისთვის სიგელები და საჩუქრები გადაეცა. ვეტერანთა კლუბი "ნონა" 2023 წლიდან განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. მიმდინარე წელს შენობას კაპიტალური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რისთვისაც 115 ათასი ლარი დაიხარჯა.