ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ასევე ყოფილის დასახმარებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მარგველაშვილის ინიციატივის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეები უერთდებიან. მიმართვის ადრესატი საზოგადოებაა და როგორც მარგველაშვილს მიაჩნია საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს.