უხვმა ნალექმა საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მიმართულებით. აჭარის საგზაო დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ გზები მუდმივ რეჟიმში იწმინდება, ყველა რაიონში და სოფლებში მუშაობს დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ამ დროისთვის სრულად პარალიზებული არც ერთი მიმართულება არ არის. მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვებია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აჭარაში ჩაქვისა და გოდერძის მიმართულებით. გზებზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.