"არ შეიწყალო კრიმინალი" - ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

27 დეკემბერი 2022, 16:09 678 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაზარალებული ოჯახები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ ლოზუნგით - "არ შეიწყალო კრიმინალი" - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამასთან, ისინი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში