უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. შობის დღესასწაულზე რუსულმა ძალებმა უკრაინის 65-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყვეტად იბომბება ქალაქი ბახმუტი, საოკუპაციო ჯარის მთავარი სამიზნე. ოკუპანტებმა მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებით 10-ზე მეტჯერ შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკს.