აშშ-სა და კანადაში ძლიერ ყინვას და შტორმს მინიმუმ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 46 ადამიანი აშშ-ში დაიღუპა. ქვეყანაში ყველაზე მეტად კი ნიუ-იორკის შტატის ქალაქი ბუფალო დაზარალდა. 4 ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი ქალაქ მერიტთან მოყინულ გზაზე გადატრიალდა. აშშ-სა და კანადაში შტორმის გამო მილიონ 700 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა სტაბილურად მიმდინარეობს და ეს რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 200 ათასამდე შემცირდა. უამინდობის გამო ათასობით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ბევრ ადამიანს საშობაო გეგმები ჩაეშალა.