აშშ-ში ძლიერ ყინვას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტემპერატურის მკვეთრად დაცემამ 200 მილიონ ადამიანზე იქონია გავლენა. „ბიბისის“ ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე გადაიდო ავიარეისები. შტატების ეროვნულ მეტეობიუროში აცხადებენ, რომ ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდი დაფიქსირდება.