დღეს ბათუმის ჭიდაობის დარბაზში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირს მხოლოდ სამი ათლეტი დააკლდება - მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტები და ევროპის ჩემპიონები, ნუგზარ წურწუმია ლერი აბულაძე , რომლებიც მწვრთნელებმა წლევანდელი რთული სეზონის ბოლოს დაასვენეს. ოლიმპიური მედალოსანი და ევროპის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე კი ავადმყოფობის გამო გამოტოვებს შეჯიბრებას. ეს იქნება საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი შესარჩევი ტურნირი საგაისო სეზონისთვის - აქ გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელიც მომავალი წლის საერთაშორისო ტურნირებში ჩაებმება და შეეცდება ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ადგილის მოპოვებას. ჩემპიონატი 25 დეკემბერს დასრულდება.