იაპონიაში დიდთოვლობამ 8 ადამიანი იმსხვერპლა

23 დეკემბერი 2022, 12:52 480 ნახვა

8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა იაპონიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში დიდთოვლობის შედეგად. მეტეოროლოგები მოსახლეობას მოსალოდნელი ქარბუქებისა და ძლიერი ყინვების შესახებ აფრთხილებენ. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, იაპონიის ზღვის სანაპირო რეგიონებში 17 დეკემბრის შემდეგ გადაუღებლად თოვს. ჰოკაიდოს სოფლებში თოვლის საფარმა ერთი მეტრი და 61 სანტიმეტრი შეადგინა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლა. სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისა და ქუჩაში გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი