მშვიდობა გსურს? ემზადე ომისთვის-ლუკაშენკო

23 დეკემბერი 2022, 12:49 485 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო სამხედრო მანევრები არ იყო მიმართული უკრაინის წინააღმდეგ და უარყო "შეთქმულების თეორიები" ბელარუსის შეიარაღებული ძალების საზღვარზე განლაგებასთან დაკავშირებით. ლუკაშენკომ ასევე არ გამორიცხა "აგრესია" ბელარუსის წინააღმდეგ "მეზობლების" მხრიდან. ლუკაშენკომ ორშაბათს მინსკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უმასპინძლა. ამ ვიზიტმა გააჩინა შიში, რომ პუტინი ცდილობდა ბელარუსის ჩართვას უკრაინის ომში, რაზეც ლუკაშენკო ჯერჯერობით უარს ამბობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში