სასამართლომ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

22 დეკემბერი 2022, 16:41 1089 ნახვა

სასამართლომ, "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი იოსებ სირაბიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ,  მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, სირაბიძე გიორგი კირთაძეს თავს დაესხა, კვერცხები ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი