აჭარის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონ 125 ათასი ლარია. აპარატის უფროსის განმარტებით, თანხის დიდი ნაწილი შრომით ანაზღაურებას, მომსახურების ხარჯებსა და უმაღლესი საბჭოს შენობის სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება. ბიუჯეტის დეტალური განწერის დოკუმენტი ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს დაამტკიცეს. ამას პროცედურა ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ბიურო ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს პროექტს.