საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით , სააკაშვილის არსებულ მდგომარეობამდე მიყვანა რუსეთის ინტერესებშია. მიაჩნიათ, რომ ვითარება საერთაშორისო კონსილიუმმა უნდა შეაფასოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, სააკაშვილის გამოჯანმრთელება სახელმწიფოს და ექიმების ინტერესშია.