ისრაელი ახალი მთავრობის მოლოდინში

22 დეკემბერი 2022, 12:35 590 ნახვა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე კვირიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ რელიგიურ და ულტრამემარჯვენე კოალიციის პარტნიორებთან. ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისგან მომავალი მთავრობის ფორმირების დავალება მიიღო. ახალი მთავრობა ნეთანიაჰუმ ერთ კვირაში უნდა წარადგინოს. ისრაელში ოთხ წელზე ნაკლებ დროში საპარლამენტო არჩევნები ხუთჯერ ჩატარდა. არ გამორიცხავენ, რომ ახალი კოალიცია კოალიცია შესაძლოა კვლავ მნიშვნელოვანი შიდა დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი