პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში

22 დეკემბერი 2022, 11:35 654 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად აითვისონ საქართველოს პოტენციალი. ინფორმაციას და ვიდეო მასალას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი