წიგნის პრეზენტაცია

28 იანვარი 2017, 00:00 1759 ნახვა

აჭარის მწერალთა სახლში, პოეტ შოთა ზოიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება პოეტის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. ლექსების ახალი კრებულიდან, ,,შეშლილი მუზა" რამდენიმე ლექსი თავად პოეტმა წაიკითხა. წიგნის პრეზენტაცია მისივე საიუბილეო საღამოს გაიმართა. ღონისძიებას მწერლები, კრიტიკოსები და ლიტერატურის მოყვარულები დაესწრნენ. მიმდინარე წელს მწერალთა სახლში 18 ღონისძიებაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში