ვიცე-ჩემპიონებს სამშობლოში ათიათასობით ქომაგი დახვდა

20 დეკემბერი 2022, 11:56 680 ნახვა

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები დოჰადან სამშობლოში დაბრუნდა. ფინალში არგენტინასთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ფრანგებმა საკუთარ ნაკრებს თბილი დახვედრა მოუწყვეს და ვერცხლის მედლების მოპოვება მიულოცეს. საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ქარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, რის შესახებაც სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა. „მე ჩემი ისტორია უკვე დავწერე, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება სანაკრებო კარიერა დავასრულო“, - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ბენზემა ნაკრებიდან მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან უთანხმოების გამო წავიდა. რაც შეეხება თავად დეშამს, მან განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრებში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ მას გუნდის გაძღოლას არა მარტო ევრო 2024-ზე, არამედ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზეც მიანდობენ. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქტიურად განიხილება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ზინედინ ზიდანის კანდიდატურაც, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და თვით საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონიც დეშამის კანდიდატურას უჭერენ მხარს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი