მუნიციპალურ ტრანსპორტზე განახლებული საშეღავათო ბარათის აღების მსურველები, პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ ელექტრონული ბილეთები მხოლოდ ერთ ოფისში გაიცემა, რიგში დგომა საათობით უწევთ. მოქალაქეები შიშობენ რომ ბარათის დათქმულ ვადამდე - 5 თებერვლამდე აღებას და შესაბამისად, შეღავათებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. პროტესტს "ბათუმის ავტოტრანსპორტში" გამოეხმაურნენ. პაატა დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ შექმნილი პრობლემების გამო ბარათების გაცემის ვადა გახანგრძლივდეს, პროცესის დასრულებამდე კი მოქალაქეები ძველი ბარათებით ისარგებლებენ.