18 დეკემბერს ებრაელები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ უდიდეს დღესასწაულს - ხანუქას დღესასწაულს, როგორც სიმბოლოს სინათლის გამარჯვების სიბნელეზე.
''მე მინდა მთელ ებრაელ ხალხს და ყველა ებრაელს მთელს მსოფლიოში, ვუსურვო მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობა და ძმობა საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და მსოფლიო ისტორია არ იცნობს ბევრ ასეთ ანალოგს.