ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალის მფლობელია.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატიამ მაროკო 2-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-7 წუთზე პერისიჩის ჩაწოდების შემდეგ გვარდიოლიმ გახსნა, თუმცა მალევე დარიმ გაიტანა და მაროკომ წონასწორობა აღადგინა.
პირველი ტაიმის მიწურულს კი ლივაიას გადაცემის შემდეგ ორსიჩმა გაიტანა და ხორვატია წინ გავიდა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა მეტი ბურთი აღარ გასულა და ბრინჯაოს მედალი ხორვატიას დარჩა.
ხორვატიამ კი შეძლო და ზედიზედ მეორედ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავება.
მაროკო კი გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მუნდიალის საუკეთესო 4 გუნდში გავიდა.
ხვალ კი მუნდიალის ფინალში საფრანგეთი და არგენტინა ითამაშებს.
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.