ისტორიული მემორანდუმი

17 დეკემბერი 2022, 15:10 804 ნახვა

ისტორიული დოკუმენტი და საქართველოს ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის პირდაპირი შესაძლებლობა - 4-მა ქვეყანამ მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმი გააფორმა.

პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს.

ოთხმხრივი შეთანხმება, პროექტში მონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში გაფორმდა.საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი  პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

ცერემონიას  ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ევროკომისიის, რუმინეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები,  უნგრეთის პრემიერ მინისტრი. მხარეებმა იმ სიკეთეებზე ისაუბრებს, რასაც ეს შეთანხმება ოთხივე ქვეყანას მოუტანს.

აღინიშნა, რომ უკრაინაში პუტინის ომის შემდეგ ევროპას განსაკუთრებით სჭირდება ენერგო უსაფრთხოება და ოთხმხრივი შეთანხმება სწორედ ახალ შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ  პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას, ქვეყანას აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი