,,ნაციონალური მოძრაობის’’ ბოიკოტს ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცებაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ქალაქის ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას ქართული ოცნების წევრების მხარდჭერაც ჰყოფნიდა. ბიუჯეტის საწყისმა თანხამ 285 მილიონი შეადგინა, აქედან 120 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
5 მილიონით იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებები, განათლებასა და სპორტს 35 მილიონი ლარი მოხმარდება. ჯამში 2022 წლის საწყის პერიოდთან შედარებით 2023 წლის ბიუჯეტი 30 მილიონით არის გაზრდილი - აცხადებენ მმართველ გუნდში.
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კითხევბი დასვეს ქალაქის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაინტერესდნენ რატომ არ გაითვალისწინეს მათI შენიშვნები. რის გამოც ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა პარტია ლელომ, გახარიას წარმომადგენელმა კი თავი შეიკავეს.
მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, 2023 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის შეუსრულებელი ბიუჯეტის ნაშთის ხარჯზე იზრდება. საკრებულოს დღევანდელი სხდომა უკრაინის ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.