ბათუმელი მკლავჭიდელების წარმატება

14 დეკემბერი 2022, 14:13 536 ნახვა

ბულგარეთში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მკლავჭიდში, რომელშიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში 20 ქვეყნის სამასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებაში აჭარის ნაკრები სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და სამივე მათგანმა წარმატებით იასპარეზა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან პოღოსიანმა როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით შეჯიბრებაში შვიდი შეხვედრა მოიგო და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ასევე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგი ხიმშიაშვილმა, რომელმაც ყველა მეტოქის დამარცხება შეძლო და ორივე ხელში, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მახმუდ ჭელიძემ, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, მარჯვენა ხელით შეჯიბრებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ ტურნირით ბათუმელმა მკლავჭიდელებმა საშეჯიბრო წელი დაასრულეს. ბათუმში დაბრუნებულ სპორტსმენებს გულშემატკივრები და მხარდამჭერები შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვიდეომასალა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიდან სპორტსმენებმა მოგვაწოდეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი