უკრაინის გენშტაბის განცხადება

14 დეკემბერი 2022, 10:13 504 ნახვა

მელიტოპოლში რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“11 დეკემბერს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალის დისლოკაციის პუნქტის აფეთქების შედეგად მტრის 60 სამხედრო გარდაიცვალა და 100-მდე დაიჭრა”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ წინა დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგეს დარტყმები ზაპოროჟიეს ოლქშიც მიაყენეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში