ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს მიმართა

14 დეკემბერი 2022, 10:51 440 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ახალ ზელანდიას, რომელიც კიევის მტკიცე მხარდამჭერია, მოუწოდა სათავეში ჩაუდგეს სამუშაოებს ეკოლოგიური  უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის უკრაინაში  შეჭრის შედეგად განადგურდა.

„ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია შესაძლებელია“, - თქვა ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტში ვიდეოკავშირით გამოსვლისას. შეუძლებელია განადგურებული  ბუნების, ისევე როგორც განადგურებული  სიცოცხლის აღდგენა - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა უკრაინისთვის დამატებით 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის  ოდენობით  ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ  ახალი ზელანდია სანქციებს დაუწესებს ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო.

თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ახალმა ზელანდიამ სანქციები დაუწესა ათას 200-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირს და კომპანიას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი