დინამო თბილისმა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშებაში მესამე მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ტურნირის სასტარტო შეხვედრაში ესპანურ „ბარსელონეტას“ ვერ გაუმკლავდა და 8:14 წააგო, შემდეგ ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და გაცილებით დიდი ანგარიშით დამარცხდა – 9:21, გუშინ კიდევ ერთ ბერძნულ კლუბ „ვულიაგმენის“ ესტუმრა და 7:12 წააგო.
ქართველ წყალბურთელებს A ჯგუფში 3 მარცხი მოუგროვდათ და 8 კლუბს შორის ბოლო ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს ისევ სტუმრად ხორვატულ „იადრანთან“ ჩაატარებენ.