ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში”. გია აბულაძე ამბობს, რომ წელს, პედაგოგთა ხელფასი არანაკლებ 800 ლარი უნდა გამხდარიყო, თუმცა მისი თქმით, ბიუჯეტში საკმარისი თანხები გაწერილი არ არის. ამიტომ აბულაძის თქმით, განათლების სამინისტრო იძულებულია ხელოვნურად შეაფერხოს პედაგოგებისთვის სავალდებულო კრედიტების გავლის საკითხი. საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი საკითხს ორშაბათს პრესკონფერენციაზე განიხილავს.