იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა

12 დეკემბერი 2022, 14:21 443 ნახვა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს,  დეპუტატები  6 კანდიდატს შეხვდებიან.უკვე მოუსმინეს ანა აბაშიძეს, რომელმაც საკუთარი ხედვები წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დეპუტატების კითხვები შეეხებოდა საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ პოზიციებს სასამართლოსთან მიმართებაში.თავის მხრივ ანა აბაშიძე ვერ ხედავს პრობლემას, კონკრეტულ საკითხებზე საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.  ოპოზიცია პროცესს სკეპტიკურად უყურებს. 

შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს ასახელებს უმრავლესობა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში