რა სამოქმედო გეგმა აქვს ენმ მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი ცნობილია.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჩანიშნული არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას კრიზისიდან გამოიყვანს, პარტიას გააძლიერებს, ამასთან, დაეხმარება ოპოზიციურ ერთობასაც, რასაც კატეგორიულად არ იზიარებენ ქართული ოცნების დეპუტატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაანონსებული არჩევნები რეალურად ფინანსების გადანაწილებას ემსახურება და ნაციონალური მოძრაობა არათუ გაძლიერდება - არამედ დაიშლება.