თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას - ირაკლი ღარიბაშვილი

12 დეკემბერი 2022, 14:53 509 ნახვა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით, გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა.

სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისისა და ბათუმის, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგოს მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში