უამინდობის გამო გადაიდო ავიარესები ბათუმის აეროპორტში. დღეს ვერ განხორციელდება რეისი სტამბოლის მიმართულებით. აღდგება თუ არა ხვალ ფრენები ბათუმის აეროპორტში ჯერ არ იციან. მეორე დღეა გადადებულია რეისიები თბილისი-სტამბოლის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. აქ მიზეზად თურქეთში არსებული უამინდობა სახელდება. ბოლო ინფორმაციით სულ 6 რეისია გადადებული.