ოდესაში, რეგიონის სხვა ქალაქებსა და რაიონებში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივი აღდგენა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ასევე რთული ვითარებაა კიევის, ვინიცის, ტერნოპოლის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახალი კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაგეგმილია დიდი შვიდეულის ფორმატის შეხვედრა, უკრაინის აღდგენის კონფერენცია საფრანგეთში და შეხვედრა ევროკავშირში.