ორი მოზარდი დაიღუპა და ოთხი ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციებზე პერუში. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
საპროტესტო აქციები მოჰყვა ოთხშაბათს კონგრესის მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილოს თანამდებობიდან გადაყენებას და შემდგომ მის დაკავებას. პერუს დედაქალაქში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პერუს საკანონმდებლო ორგანომ მემარცხენე პრეზიდენტი პედრო კასტილო მას შემდეგ გადააყენა, რაც მან კონგრესის დაშლა სცადა.
დემონსტრანტები კონგრესის დაშლას, ვადამდელ არჩევნებს და ახალ კონსტიტუციას, ასევე კასტილოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.