რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს - Tacc

11 დეკემბერი 2022, 14:29 574 ნახვა

რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

დენის გონჩარის თქმით, ასევე განიხილება მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, თუ ორ ქვეყანას შორის შესაბამისი წინაპირობები ჩამოყალიბდება.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ძირითადად ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში