აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ სისტემის შესახებ, რომელიც, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, ქართველმა მცენარეთა დამცველებმა შეიმუშავეს და რომლითაც მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ხელმძღვანელობს.
აზერბაიჯანელმა სტუმრებმა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ჩართული სპეციალური ტექნიკაც დაათვალიერეს; ინფორმაცია მიიღეს მონიტორინგის, წამლობის ღონისძიებების, ადგილობრივ მოსახლეობასთან, ფერმერებთან, მეფუტკრეებთან თანამშრომლობისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.