კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“

10 დეკემბერი 2022, 20:02 388 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხვალ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადებიან. ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის ლიდერები ხვალ სამ საათზე შეიკრიბებიან და შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების წესსა და თარიღს დაამტკიცებენ, რის შემდეგაც, არჩევნებს ოფიციალური სახე მიეცემა, შესაბამისად დაიწყება თავმჯდომარეობის მსურველების რეგისტრაცია და წინასაარჩევნო პროცესი.

რას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო, მოესწრება თუ არა ახალი თავმჯდომარის არჩევა წლის ბოლომდე. პარტიის ზოგიერთი ლიდერი ვარაუდობს, რომ არჩევნების თარიღი შესაძლოა იანვრისთვის განისაზღვროს.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არ უკვირთ ქართული ოცნების წევრებს და უფრო მეტიც, ამ პროცესს ისინი ლოგიკურსაც უწოდებენ. 

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გავლენებისთვის ბრძოლა ოპოზიციური პარტიის კრახით დასრულდება და მათივე შეფასებით რადიკალურ ოპოზიციას განახლების რესურსი არ დარჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში