შეხვედრა ავსტრალიაში ახლად დანიშნულ ელჩთან

09 დეკემბერი 2022, 14:45 410 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ავსტრალიაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას,  ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს.  ინფორმაცია და ვიდეო მასალა მთავრობამ გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში