შეერთებული შტატები უკრაინისთვის 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გასაგზავნად ემზადება - ინფორმაციას "Reuters"-ი ავრცელებს.
დახმარება მოიცავს რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS), 155 მმ-იან ჭურვებს, Humvee-ს სამხედრო მანქანებსა და გენერატორებს. დახმარების მიზანია გაზარდოს უკრაინის შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.